უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე 2025 წლის 17 დეკემბრამდე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა.
განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად პორტალზე socreg.mes.gov.ge (https://socreg.mes.gov.ge/login/)
რეგისტრაცია: 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა – 2026 წლის 9 ოქტომბერი.
რეგისტრაციის და განცხადების წარდგენის ინსტრუქცია.
გთხოვთ, გაეცნოთ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 14 ივლისის N926892 ბრძანებით დამტკიცებულ სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესსა და პირობებს, საჭირო დოკუმენტების ნუსხას, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციისა და განხილვის წესს.


