დამფუძნებელი/პრეზიდენტი: დევრა ვასუდევ
კლუბის დაარსების წელი: 8 მაისი, 2025 წელი
კლუბის მიზანი და დანიშნულება/მისია
კლუბი ემყარება პიროვნული ზრდის, კულტურული მრავალფეროვნებისა და სტუდენტური კეთილდღეობის წარმოჩენას ექსტრაკურიკულური, კულტურული და სპორტული აქტივობების მეშვეობით. მისი მიზანია სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა, ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის წახალისება, ასევე თანამშრომლობისა და ლიდერობის შესაძლებლობების შექმნა. მისია კი საუნივერსიტეტო საზოგადოებაში პატივისცემის, ინკლუზიურობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერებაა.
ვის აერთიანებს კლუბი: კლუბის წევრობა ღიაა უნივერსიტეტის ყველა მოქმედი სტუდენტისთვის. გაწევრიანება წახალისებულია ყველა მიმართულებისა და კურსის სტუდენტებისთვის, რაც მრავალფეროვანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. წევრებმა უნდა დაიცვან კლუბის ძირითადი ღირებულებები — ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა და ინკლუზიურობა. კლუბში გაწევრიანებისთვის გადადით ბმულზე: https://eeu.edu.ge/club-survey-2/
კლუბის სამოქმედო გეგმა იხ. ბმულზე
კლუბის წესდება იხ. ბმულზე
აქტივობები:
- სპორტული ღონისძიებების სერია (კრიკეტი, ფეხბურთი, ფრენბურთი, Indoor აქტივობები და სხვა)
- ტრადიციული კულტურული ფესტივალი – EEU CHARISMA
- Diwali party, Halloween
- საგანმანათლებლო და აკადემიური კონკურსი: „სპორტული ტრავმის შეფასება და მართვა“.
- იოგა
- და სხვა






























