აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
EEU-ს სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულებისა და პროცედურების სრული დაცვით.
ვულოცავთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას სტუდენტურ ჯგუფს „Student Vision“, არჩეულ პრეზიდენტს სოფიო ბაიდაურსა და ვიცე-პრეზიდენტს ანამარია დევაძეს. ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას.


































