მიმდინარე წლის 8 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში (N401) ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ბიზნესის პრობლემების ინტერაქტიული ვებ პორტალი” ფარგლებში გაიმართება სემინარი ,,კომერციალიზაცია და ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან“.
მოწვეული მომხსენებლები აუდიტორიას გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კომერციალიზაციასთან და ცოდნის გადაცემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
სემინარის განხორციელების განრიგი: 8 ივნისი, 10:30 – 16:00 საათი.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
სამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმნით)