
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მოხსენება თემაზე: „რა შეუძლია იუმორს გვითხრას განათლების მარკეტიზაციაზე საქართველოში“.
სპიკერი: გიორგი ჭანტურია – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.
პრეზენტაციის ბოლოს მსმენელებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას თემაზე: „ონლაინ-სწავლება საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები“.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 02.11.2023, 17:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციური და პირისპირ)
შეხვედრაზე MS Teams-ში დისტანციურად დასწრების ბმული: https://bit.ly/3SdZhwW
პირისპირ ფორმატში შეხვედრის ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მცირე საკონფერენციო დარბაზი – 201