აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ინიციატივით განათლების შესახებ რიგით მეექვსე მუდმივმოქმედი სემინარი გაიმართა.
ღონისძიების მიზანი განათლების სფეროში არსებული საკვანძო პრობლემების ანალიზი იყო.
შეხვედრის ფარგლებში EEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გახელაძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „სავალდებულო განათლების დანიშნულება და გამოწვევები XXI საუკუნეში“.
სემინარს მოდერაციას უწევდა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU), პროფ. გიორგი თავაძე.
ღონისძიების ფარგლებში განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ სავალდებულო განათლების: ისტორიას, დღევანდელობას, გამოწვევებსა და დანიშნულებას.
შეხვედრას ასევე დაესწრო განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.
მუდმივმოქმედი სემინარი ყველა მონაწილის აქტიური ჩართულობით წარიმართა.