
ERASMUS+ -ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, ბოგდან იფტიმი ეწვევა.
EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტისა და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 14 მაისს 14:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (401) გაიმართება სემინარი: ,,გლობალიზაციის გამოწვევები და ხედვები: ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება აკადემიური მობილობისა და სტრატეგიული ხედვის მეშვეობით”.
სემინარის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- ინტერნაციონალიზაციის ასპექტები;
- პროფესიული განვითარება კვლევით და სასწავლო საქმიანობაში;
- რეკომენდაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის.
სპიკერი:
- ბოგდან იფტიმი – ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი; უმაღლესი განათლების ექსპერტი და საერთაშორისო კონსულტანტი 25 წლიანი გამოცდილებით. მას აქვს დიდი ხნის თანამშრომლობის გამოცდილება ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საერთაშორისო პარტნიორობა, მობილობის პროგრამები, აკადემიური განვითარება და უმაღლესი განათლების რეფორმა.
შეხვედრების სამიზნე ჯგუფი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები;
სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 14.05.2025; 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საკონფერენციო დარბაზი – 401