ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის (Advance HE) უფროსი წევრი (Senior Fellow) გახდა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2021 წლიდან არის ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი და სარგებლობს აკადემიის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებითა და აკადემიური საზოგადოების მხარდაჭერით. Advance HE არის პრესტიჟული ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების განვითარებას სწავლების მეთოდების სრულყოფის, პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და აკადემიური ლიდერობის გზით.
აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს პროფესორ თორნიკე ხოშტარიას მნიშვნელოვან წვლილს აკადემიურ საზოგადოებაში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ თორნიკე ხოშტარიას ამ მნიშვნელოვან მიღწევას!