აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ღია კარის დღეების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ Shadowing პროგრამაში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, EEU-ს სტუდენტებთან ერთად დასწრებოდნენ ლექციებსა და მონაწილეობა მიეღოთ საუნივერსიტეტო აქტივობებში.
Shadowing-ის პროცესში მოსწავლეები შეუერთდნენ EEU-ს ასოცირებული პროფესორისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ზურაბ მხეიძის სასწავლო კურსს: ფსიქოლოგიის საფუძვლები.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები აკვირდებოდნენ საუნივერსიტეტო გარემოსა და სასწავლო პროცესს. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ლექტორისა და სტუდენტების ინტერაქციის ფორმების (კითხვა-პასუხი, დისკუსია და სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა) გაცნობა.
აღნიშნული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარებათ, რეალისტური წარმოდგენა შეექმნათ საუნივერსიტეტო სწავლების სპეციფიკაზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი სამომავლო პროფესიული ინტერესებისა და აკადემიური მოტივაციის გასაზრდელად.