21 იანვარს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინიციატივით EEU-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.
შეხვედრის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
საჯარო ლექცია გამართა სოფიო შამუგიამ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ღონისძიების ფარგლებში სამიზნე ჯგუფის წევრები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა;
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი;
- საქმისწარმოების სპეციფიკა;
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემა (მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და მონაცემთა დამუშავების პრინციპები);
- სპეციალური რეგულაციები.
საჯარო ლექცია სტუდენტებისა და პერსონალის აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.