აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით EEU განათლების მიმართულების პროგრამების სტუდენტებისთვის, განათლების ხარისხის მართვის კურსის ფარგლებში ახორციელებს აკრედიტაციის იმიტირებულ პროცესს.
აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და ასევე, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესი წარიმართება იმიტირებულ გარემოში: სტუდენტები მოირგებენ უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ექსპერტისა და აკრედიტაციის საბჭოს წევრთა როლებს; შეისწავლიან დოკუმენტაციას და განახორციელებენ იმიტირებულ ვიზიტს აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეიმუშავებენ დასკვნას და ბოლოს, გაიმართება იმიტირებული საბჭოს სხდომა;



