შორენა ცარციძე (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ბავშვთა ნევროლოგია;
ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი.
შორენა ცარციძე არის ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ნევროლოგი, ელექტროფიზიოლოგი. ის წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა პროფესიულ საქმიანობას, გასულ წლებში იყო შ.პ.ს. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრისა და საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის უმცროსი ექიმი, შ.პ.ს. ,,ამტელ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ნევროლოგი, ელექტროფიზიოლოგი, სამედიცინო კორპორაცია „EVEX”-ის (ამბულატორიული ცენტრი) ელექტროფიზიოლოგი, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ბავშვთა ნევროლოგის ასისტენტი.
შორენა ცარციძე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების პროგრამები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.