ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (EEU) ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით, ინტერკულტურული შეხვედრების სერიის ფარგლებში 1-ელ დეკემბერს, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაიმართა რიგით მესამე აქტივობა: შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მათთვის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ გაცნობა წარმოადგენდა.
პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო პოემის ინგლისურენოვანი თარგმანის საჯარო კითხვა.
შეხვედრის სპიკერი იყო გიორგი თავაძე – ფილოსოფიის დოქტორი, EEU-ს პროფესორი, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU).
შეხვედრა სტუდენტებისა და EEU-ს თანამშრომლების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
უცხოელი და ქართველი სტუდენტების დაახლოებისა და ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს.