სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს ქართველი სტუდენტების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის.
განაცხადების შევსება შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს.
აპლიკანტების მიერ განაცხადი ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarship.sk
სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი, 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).
ამასთან, 2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.scholarships.sk/en/main/programme-terms-and-conditions/foreign-applicants ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: nsp-foreign2@saia.sk.