
სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს სტუდენტების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისათვის. განაცხადების შევსება შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს.
აპლიკანტების მიერ განაცხადი ივსება ონლაინ, შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk
2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი, 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს) შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს ელექტრონულ ფოსტაზე nsp-foreign2@saia.sk, ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს – სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (ელ. ფოსტა: nspforeign@saia.sk).
ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk