სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდომის სამინისტრომ, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.
- სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბაკალავრიატის სტუდენტთა განაცხადები მიიღება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით .
- განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/login
დეტალური ინფორმაცია დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიების, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის, განხილვის წესისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo