სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას.
- სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, მაგისტრატურის სტუდენტთა განაცხადები მიიღება 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 2024 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით .
- განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/login
დეტალური ინფორმაცია დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიების, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის, განხილვის წესისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=geo