მიიღეთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში!
გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა და ისწავლეთ სორბონის უნივერსიტეტში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი პარიზის სორბონის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამაზე. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ სორბონის უნივერსიტეტში, მიიღონ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და სორბონის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. გაცვლით პროგრამაში შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ენას B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს.


