2025 წლის 8 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტების მიერ დაარსებული ახალი სტუდენტური კლუბის „Sport & Cultural Society (SCS)” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტებმა, ვასუდევ დევრამ და ადიტია სინგჰ რათორემ აუდიტორიას კლუბის მისიის, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების შესახებ გააცნეს.
სტუდენტური კლუბი ორიენტირებულია პიროვნული განვითარების, კულტურული მრავალფეროვნებისა და სტუდენტების კეთილდღეობის ხელშეწყობაზე ექსტრაკურიკულური კულტურული და სპორტული აქტივობების საშუალებით. კლუბის მიზანია მხარი დაუჭიროს სტუდენტურ ინიციატივებს, წაახალისოს მონაწილეობა ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში და შექმნას თანამშრომლობისა და ლიდერობის შესაძლებლობები. მისი მისიაა ხელი შეუწყოს პატივისცემას, ინკლუზიურობასა და აქტიურ ჩართულობას უნივერსიტეტის საზოგადოებაში, ასევე გააძლიეროს კავშირი სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და უფრო ფართო საზოგადოებას შორის.