აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი
EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!
მნიშვნელოვანი თარიღები:
- ორ ენოვანი სამეცნიერო ნაშრომის ანოტაციასთან ერთად (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მიღების ბოლო ვადა – 21 თებერვალი, 2022.
- კრებულის გამოცემა – მაისი, 2022.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული N3’’.
განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ დანართ 1-ში.
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათია ღერკენაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი, მობ: 598 10 57 29; ელ-ფოსტა: t.gherkenashvili@eeu.edu.ge