
შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები (Swiss Government Excellence Scholarships) საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიაში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ სტიპენდიები სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის.
დოქტორანტურის საფეხურის სასტიპენდიო პროგრამის წინაპირობები:
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1986 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2022 წლის 22 ივლისამდე.
პოსტდოქტურანტურის საფეხურის სასტიპენდიო პროგრამის წინაპირობები:
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 31 ივლისამდე
სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიის მოპოვების წინაპირობები:
- სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მფლობელი, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ყველა აკადემიური სფეროდან, ასევე ახალგაზრდა მედიკოსებისთვის;
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1986 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2022 წლის 22 ივლისამდე.