შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები (Swiss Government Excellence Scholarships) საქართველოში მცხოვრებ, შვეიცარიაში სწავლით დაინტერესებულ, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ სტიპენდიები სადოქტორო, პოსტ–სადოქტორო და სამეცნიერო–კვლევით საფეხურებზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის.
დოქტორანტურის საფეხურის სასტიპენდიო პროგრამის წინაპირობები:
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1988 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და მიენიჭება მაგისტრის ხარისხი 2024 წლის 22 ივლისამდე.
პოსტდოქტურანტურის საფეხურის სასტიპენდიო პროგრამის წინაპირობები:
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს 2020 წლის 31 დეკემბრიდან და მიენიჭება 2024 წლის 31 ივლისამდე
სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიის მოპოვების წინაპირობები:
- სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მფლობელი, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ყველა აკადემიური სფეროდან, ასევე ახალგაზრდა მედიკოსებისთვის;
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1988 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და მიენიჭება მაგისტრის ხარისხი 2024 წლის 22 ივლისამდე.