აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) EEU სტუდენტების ინიციატივით გაიმართა დისკუსია: ,,მართავ, თუ გმართავენ (ემოციები)“.
შეხვედრის მიზანი იყო მეცნიერულ ჭრილში იმ ფსიქოლოგიური ასპექტების გამოკვეთა, რომლებიც განაპირობებს ემოციური ინტელექტის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ემოციური ინტელექტის შესახებ დისკუსია წარიმართა EEU-ს სტუდენტების მიერ:
ბექა ბოსტოღანაშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის დოქტორანტი
დავით გოცაძე – ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის დოქტორანტი
თამარ თხელიძე – განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტი
დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- ემოციური ინტელექტის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- ემოციების მართვას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
- ემოციური ინტელექტის დანიშნულებას განათლებაში.
დისკუსიაში ასევე ჩაერთნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები;