თბილისის საკრებულოში გაიმართა სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს გადაეცათ შესაბამისი ჯილდოები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.





