აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი 2022 წლის 10 ოქტომბერს მართავს საუნივერსიტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას: ’’ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ–პანდემიურ პირობებში’’.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა-პასუხი – 5 წთ.
შეხვედრის ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტსა და მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირს.


