
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე 2025 წლის 28 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „წარმატებული ბიზნესის ფორმულა”.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- წარმატებული ბიზნესის შექმნისა და განვითარებისთვის აუცილებელი ძირითადი პრინციპები და სტრატეგიები;
- პრაქტიკული ინსტრუმენტები, რეალური მაგალითები და მოქმედი მეწარმეების გამოცდილებები.
სპიკერი: ვახტანგ ღულაძე – კომპანია „თეგეტა მოტორსის” კომერციული დირექტორი.
შეხვედრების სამიზნე ჯგუფი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 28.05.2025; 12:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საკონფერენციო დარბაზში (401)