საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით იწვევს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის.
საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.


