
კურსი აერთიანებს თეორიულ და მეთოდოლოგიურ ტრენინგს და მიზნად ისახავს, სადოქტორო პროგრამით დაინტერესებული კანდიდატების მომზადებას სადოქტორო სწავლებისათვის.
სადოქტორო საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით.
საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ და მოიცავს მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფასურის გადახდას: 100 ლარი
გაითვალისწინეთ, რომ EEU-ს კურსდამთავრებული გათავისუფლებულია წინასწარი რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვალდებულებისგანაც.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ასევე, შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ დოქტორანტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც დოქტორანტები და დოქტორანტობის კანდიდატები შეძლებენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების განვითარებას, პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას.
საზაფხულო სკოლას გაუძღვება:
- დოქტორი ლუიზ დელინგუოთერ – სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, EEU-ს აფილირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
კურსის ხანგრძლივობა: 31/08/2025 წ. – 03/09/2025 წ.
სამუშაო ენა: ინგლისური
საზაფხულო სკოლაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩააბარონ წარმატებით.
კურსზე რეგისტრაციისთვის ბმული: https://forms.gle/f7vzbn92bpQ94dnk7
შეხვედრის ბმული: https://zoom.us/j/93902805136?pwd=j5CF1K2HmO9S3bBqO5Q5a40bpaaiz6.1
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 აგვისტო
ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციური და პირისპირ)
სარეგისტრაციო საფასურის გადახდისთვის იხ. ანგარიში ნომრები:
იხილეთ ანგარიშის ნომერები:
– ,,პროკრედიტ ბანკის” რეკვიზიტები:
ს/კ: 400028849
ბანკის კოდი MIBGGE22
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE12PC0133600100068786
– ,,საქართველოს ბანკის” რეკვიზიტები:
ს/კ: 400028849
ბანკის კოდი BAGAGE22;
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000697402200
– TBC ბანკის რეკვიზიტები:
ს/კ 400028849
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი: GE39TB7999936020100002