კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (https://manuscript.ge/) და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.
VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი).
VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2024 წლის 17-26 ივლისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (თბილისში). სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.


