გაცნობებთ, რომ შვეიცარიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო-კვლევით სტიპენდიებს 2020-2021 აკადემიური წლისთვის. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.
სამიზნე ჯგუფი:
დოქტურანტურა
წინაპირობა:
- განაცხადის გაკეთება შეუძლია აპლიკანტს, რომელიც დაბადებულია 1984 წლის 31 აგვისტოს შემდეგ და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2019 წლის 31 აგვისტომდე.
პოსტ-დოქტურანტურა
წინაპირობა:
- დოქტორის ხარისხი მიღებული 2016 წლის 31 დეკემბრის შემდეგ 2020 წლის 31 ივლისამდე
- აპლიკანტი, რომელსაც შვეიცარიაში 1 წელი აქვს გატარებული არ განიხილება.
სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია
სამიზნე ჯგუფი:
- სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მფლობელ, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისა და ექიმებისთვის.
- დოქტორანტურის სტუდენტები-შვეიცარიის და უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების ერთობლივ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება სასტიპენდიო პროგრამზე 12 თვის ვადით
წარსადგენი დოკუმენტაცია და ვადები:
- რეზიუმე
- გამოქვეყნებული ნაშრომების სია
- სამოტივაციო წერილი
- სამეცნიერო კვლევითი პროექტი (5 გვერდი)
- აპლიკანტის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელობის დამადასტურებელი მოწვევის წერილის ასლი, გაცემული მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორის მიერ (პროფეორის მოკლე რეზიუმეს ჩათვლით)
- 2 სარეკომენდაციო ბარათი ( ორიგინალი, ხელმოწერილი, მოთავსებული დაბეჭდილ კონვერტში-FCS სარეკომენდაციო წერილის ფორმატში)
- დიპლომი და მისი თანდართული ნიშნების ფურცელი – ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლები
- ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა (FCS ფორმატი)
- აპლიკანტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პასპორტი-მხოლოდ პირადი მონაცემების გვერდი) 2 ასლი
- სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანება
- სამეცნიერო კვლევითი პროექტი განსაზღვრული დროის ლიმიტით
- დამატებითი დოკუმენტები
- ენის დამადასტურებლი სერტიფიკატი (სამეცნიერო ნაშრომის შესრულების ენა)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 ნოემბერი 2019
სტიპენდიის მიღების თარიღი: 2020 წლის 1 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი ან ესტუმრეთ შევიცარიის საელჩოს ვებგვერდს.
Shalva Radiani Street 12 0179, Swiss Embassy
Tel: 00995 32 275 30 01