იწყება განაცხადების მიღება შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე 2027-2028 აკადემიური წლისთვის.
პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის და მოიცავს სტიპენდიის სამ ძირითად მიმართულებას:
- კვლევითი სტიპენდია – განკუთვნილია დოქტორანტებისთვის და გაიცემა მაქსიმუმ 12 თვის ვადით;
- სადოქტორო სტიპენდია – განკუთვნილია დოქტორანტებისთვის და ითვალისწინებს დაფინანსებას მაქსიმუმ 36 თვის განმავლობაში;
- ხელოვნების სტიპენდია – განკუთვნილია ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის და გაიცემა მაქსიმუმ 21 თვის ვადით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მაქსიმალური ასაკი 35 წელია.
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების მიმართულებების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და განაცხადების წარდგენის ვადების შესახებ იხილეთ შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.sbfi.admin.ch/en/swiss-government-excellence-scholarships


