
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 5 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები;
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
რეგისტრაციის ვადები და პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, შარტავას ქ. N7. სტუდენტებს განცხადებების შეტანა შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვის ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობა).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი 2025 წელი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს