თეა თავართქილაძე (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია;
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი
თეა თავართქილაძე არის აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი და კოვიდ ცენტრის კლინიკური კოორდინატორი, „MediClubGeorgia“-ს ექიმი ალერგოლოგი. ის წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას, სხვადასხვა წლებში იყო ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი. კერძოდ, ლონგ აილენდ კოლეჯ ჰოსპიტალის ალერგოლოგიის, ასთმის და იმუნოლოგიის განყოფილების ექიმი (ბრუკლინი, ნიუ-იორკი); ალერგიისა და ასთმის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი სტეიტენ აილენდის ჰოსპიტალში (ნიუ-იორკი), ექიმის ასისტენტი ალერგოლოგიის სამედიცინო ცენტრში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი).
თეა თავართქილაძე აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილე და მომხსენებელი. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების პროგრამები და ტრენინგ-კურსები ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებში.