ლექციას გაუძღვა „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის მთავარი ოფიცერი ვახტანგ ღულაძე. სპიკერმა ისაუბრა ბიზნესის გამოწვევებსა და თავისებურებებზე, ასევე წარმატებული კომპანიების ევოლუციის ეტაპებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდივიდუალურ მიდგომებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია კონკურენტულ ბაზარზე წარმატების მისაღწევად.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა, რომელმაც მონაწილე სტუდენტებს საშუალება მისცა დაესვათ საინტერესო შეკითხვები.
უნივერსიტეტსა და კომპანია „თეგეტა მოტორსს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა სპეციალურად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ერთ-ერთ წამყვან ქართულ კომპანიაში.
ლექციის დასასრულს, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმოადგენს „თეგეტა მოტორსსა“ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის საფუძველს.
აღნიშნულმა ლექციამ და სტაჟირების შესაძლებლობამ კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კომპანია „თეგეტა მოტორსს“ შორის, ხოლო სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა უშუალოდ გაცნობოდნენ კომპანიის საქმიანობას, სამუშაო გარემოს და კარიერულ შესაძლებლობებს ბიზნეს სექტორში.












