აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტებმა განათლების დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებაში – „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“.
„ახალგაზრდული ფესტივალი 2024“-ში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა სპორტულმა გუნდებმა, რომლებიც ჩაერთნენ სპორტული და საგანმანათლებლო მიმართულების აქტივობებში.
EEU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ საფესტივალო შეჯიბრებებში:
- რა? სად? როდის?
- ბილიარდი;
- ბოულინგი;
- ფრენბურთი;
- მაგიდის ჩოგბურთი;
- მინი ფეხბურთი;
- კალათბურთი;
- ნარდი;
- ჯომარდობა;
- ჭადრაკი.
“სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით 2024 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია – საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი, რომელმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტურ ტურნირებსა და ახალგაზრდულ ფესტივალში უნივერსიტეტების მონაწილეობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას.