ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი
თინათინ გაბრიჩიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი. იგი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის შემდეგ პროცესების თანმიმდევრულ და ეფეტიან განხორციელებაზე:
- საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის შეფასება;
- საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის შეფასება;
- სერვისების შეფასება
თინათინ გაბრიჩიძეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, ის არაერთი წელია უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. ის ასევე მონაწილეობს უნივერსიტეტების ხარისხის გარე შეფასების პროცესებში. იგი არის რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო სტატიის ავტორი, განათლების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციების მომხსენებელი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას განათლების მეცნიერებების მიმართულებით. ამასთან, თინათინ გაბრიჩიძეს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს განათლების ადმინისტრირების, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა თუ ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიმართულებით, არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ორი თემატური ჯგუფის მონაწილე.