15 ნოემბერს, 18:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრისა და უმაღლესი განათლების ფილოსოფიისა და თეორიის შემსწავლელი საზოგადოების (Philosophy and Theory of Higher Education Society, PaTHES) ორგანიზებით გაიმართება ონლაინ-ვორქშოპი „ადგილებით აღსავსე უნივერსიტეტისკენ“ (Towards the placeful university).
ვორქშოპის მომხსენებლები:
პროფ. გიორგი თავაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
ემერიტუსი პროფ. დევიდ გრინვუდი – კორნელის უნივერსიტეტი;
პროფ. სიორენ ბენგტსენი – აარჰუსის უნივერსიტეტი;
ემერიტუსი პროფ. რონალდ ბარნეტი – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
ონლაინ-ვორქშოპის ფარგლებში მომხსენებლები ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან ისაუბრებენ ადგილებისა და სივრცეების როლზე უნივერსიტეტის შიგნით და მის გარეთ.
სამუშაო ენა: ინგლისური
ონლაინ–ვორქშოპის განხორციელების განრიგი: 15.11.2022, 18:00 საათი
ონლაინ–ვორქშოპის ხანგრძლივობა: 2 საათი
სამიზნე ჯგუფი: ყველა დაინტერესებული პირი
ფორმატი: ვორქშოპი ჩატარდება დისტანციურად
ვორქშოპის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია.
ონლაინ–ვორქშოპზე დაშვების წინაპირობა
ონლაინ–ვორქშოპით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა: