აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიბლიოთეკისა და უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგების სერია საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების შესახებ.
ტრენინგის მიზანია, სტუდენტებისთვის EEU-ს საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- EEU-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და მხარდამჭერი სერვისები;
- ელექტრონულ კატალოგში წიგნების მოძიების მექანიზმები და მათზე წვდომის შესაძლებლობები;
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების ტექნიკები.
პირისპირ ფორმატში ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც დაეთმობა საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას:
- წიგნადი ფონდის (ციფრული და ბეჭდური) დათვალიერება;
- სერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან წვდომის პრაქტიკულად შესწავლა.
- MyLOFT-ის დისტანციური წვდომის პლატფორმის შესწავლა;
სპიკერი: გვანცა კობახიძე, EEU ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
ტრენინგის განრიგი/ფორმატი და ლოკაცია
- 19 ოქტომბერი, 12:00 საათი; პირისპირ (ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის);
- 26 ოქტომბერი, 19:00 საათი; ონლაინ (მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის).
დისტანციურ ფორმატში ტრენინგის ბმული: https://bit.ly/4B1fh9o
პირისპირ ფორმატში ტრენინგის ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი (401) და პრაქტიკული ნაწილი – ბიბლიოთეკა.


