
2025 წლის 2 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება ტრენინგი: „შუამდგომლობების დაყენება გამოძიებასა და სამართალწარმოების დროს – პრაქტიკული უნარები და სტრატეგიები“.
ტრენინგის მიზანია, სტუდენტებმა შეიძინონ პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე შუამდგომლობების ეფექტურად მოსამზადებლად და წარსადგენად.
ტრენინგის თემატიკა
- შუამდგომლობის არსი და მნიშვნელობა გამოძიებაში/სასამართლო პროცესში – შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძვლები და სახეები;
- შუამდგომლობის მომზადების ტექნიკა – ეფექტური ფორმულირება და არგუმენტაციის პრინციპები, შუამდგომლობის შინაარსობრივი სტრუქტურა;
- სასამართლოში სიტყვიერი გამოსვლის უნარები – ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ტექნიკა, მოსამართლესთან ურთიერთობის სტრატეგიები;
- შუამდგომლობების კონკრეტული მაგალითები – გამოძიებაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში.
ტრენინგი აგებულია პრაქტიკულ კომპონენტზე, რომლის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის წევრები მოამზადებენ, წარადგენენ შუამდგომლობებს და მიიღებენ უკუკავშირებს.
ღონისძიების დასასრულს მოეწყობა ჯგუფური განხილვა და დისკუსია.
ტრენერი
- ნანა ფილაური – მენტორი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, 30-წლიანი საადვოკატო გამოცდილებით.
სამიზნე ჯგუფი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 02.06.2025, 14:00 საათი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, EEU საკონფერენციო დარბაზი – 401
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.