
ვიზიტის ფარგლებში დოქტორი ფარანგი ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებს შეხვდება და დეტალურად გააცნობს ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ, კერძოდ:
- PLAB გამოცდებისთვის მომზადებისა და რეგისტრაციის პროცედურები;
- F1 და F2 საფეხურების გავლისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივები;
შეხვედრის განრიგი: 25 მაისს, 16:00 საათზე
ფორმატი: პირისპირ
ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი კამპუსი 1, აუდიტორია 401 (დიდი საკონფერენციო დარბაზი)