UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. კონკურსის მთავარი თემებია: არქიტექტურა, ძეგლები და ურბანიზმი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე. შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).
პრიზები გამარჯვებულებისთვის:
- I ადგილი – პროფესიონალური ფოტოაპარატით;
- II ადგილი – ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატით;
- III ადგილი – სამოყვარულო ციფრული ფოტოაპარატით
შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი!
ფოტონამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ივლისი
კონკურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://unescosilkroadphotocontest.org/