2023 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტამდე საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში გაიმართება ყოველწლიური პროექტი „ზამთრის უნივერსიადა 2023“. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის წევრი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტური ნაკრები ფრენბურთში
რეგისტრაცია დასრულდება 22 თებერვალს
თუ გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ზამთრის უნივერსიადაში, მიმართეთ EEU სტუდენტურ თვითმმართველობას