2021 წლის 17 მარტი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროფესორი
- 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: ჯანდაცვა, დეტალური სფერო: მედიცინა, სპეციალობა: ოფთალმოლოგია
ასოცირებული პროფესორი
- 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: ჯანდაცვა, დეტალური სფერო: საზოგადოებრივი ჯანდაცვა
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები
- უნივერსიტეტში პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
გ) საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 9 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
- დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).
- უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
გ) საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
- დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).
შენიშვნა: აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა );
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ. ფორმა);;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
- შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:
ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ.
- ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის);
- საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);
- პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 9 წლის/ ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა უფასოდ განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა);
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ. ფორმა) ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- სპეციალური მომზადებისა ან/და გამოქვეყნებული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:
ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ;
შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა უფასოდ განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 19 აპრილიდან 2021 წლის 24 აპრილის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eeu.edu.ge ან ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0178 თბილისი, შატილის ქ. №4.
საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2021 წლის 26 აპრილიდან 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 11 მაისისა.
საკონტაქტო ინფორმაცია: 032 248 01 41; hr@eeu.edu.ge