პოზიციის ხანგრძლივობა: 24 თვე, გაგრძელების პერსპექტივით
სამუშაოს დაწყების ვადა: 1 ნოემბერი, 2021
სამუშაოს აღწერილობა
- პროექტის სამოქმედო გეგმის (project activities) და გრაფიკის (project timeline) შესრულების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
- პროექტის კვარტალური პროგრესის ანგარიშების შემუშავება;
- პროექტის მენეჯმენტთან ერთად სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმის განხორციელება;
- პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობა;
- პროექტის სამუშაო ჯგუფების (4 სამუშაო ჯგუფი) კოორდინაცია;
- პროექტის მენეჯერის მიერ სამუშაო ჯგუფებისთვის და მათი წევრებისთვის დასახული ამოცანების შესრულების კონტროლი;
- პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული შეხვედრების (ონლაინ, პირადი) დაგეგმვა, დასწრება, შეხვედრის ანგარიშების მომზადება;
- სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ ახალი პროექტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნებიდან.
მოთხოვნები
- პროექტების (კოორდინაციის ან/და) მართვის გამოცდილება ან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- მრავალკომპონენტიანი ამოცანების შესრულების უნარი;
- დროის სწორი განაწილების და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- პრიორიტეტულია პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (Microsoft Project, etc);
- საქართველოს რეგიონებში პერიოდულად მოგზაურობისთვის მზაობა და თავისუფლება;
გთხოვთ, მსურველებმა რეზიუმე (CV), სასურველი მინიმალური ხელფასის მითითებით, 2021 წლის 25 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: LLC@eeu.edu.ge
“SUBJECT”- ში მიუთითეთ CV- Project manager