აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტებმა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიაში ჩაერთნენ. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის, 26 ნოემბერს დაიწყო. პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.
EEU-ს სტუდენტებმა, აქციის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – #ავიცრათმანეთისთვის გაავრცელეს!
კამპანიის ფარგლებში, კამპანიაში ჩასართავად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზუგდიდის უნივერსიტეტი გამოიწვიეს.