flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღე!

2022 წლის 17 ივნისს ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიც შეუერთდა.

„ვეფხისტყაოსნის” კითხვის დღე აღინიშნა მუნიციპალიტეტის მკვიდრ  უნიკალური ნიჭით გამორჩეულ – ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნე ქალბატონებთან, ანრო ცირეკიძესთან და ნათელა დოღონაძესთან, ერთად. გერმანული ენის ფილოლოგი, დამსახურებული პედაგოგი, ტყიბულის საპატიო მოქალაქე ანრო ცირეკიძე „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსებში ექვსგზის გამარჯვებულია, ხოლო ნათელა დოღონაძე, რომელმაც მეუღლის დახმარებით პოემა 60 წლის ასაკში შეისწავლა, – სამცხე-ჯავახეთში გამართული „ვეფხისტყაოსნის“ კონკურსის III საპატიო ადგილის მფლობელი.

ღონისძიების დასაწყისში მათ პოემიდან ჯერ საყვარელი ეპიზოდები, შემდეგ კი შემთხვევით შერჩეული თავები ზეპირად წაიკითხეს.

„ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნის ტრადიციის გაგრძელებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ანრო ცირეკიძე და ნათელა დოღონაძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტისგან 1000-1000 ლარით დაჯილდოვდნენ, მათ ფულადი საჩუქრები   უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მარიამ ლიკლიკაძემ გადასცა.

ისინი ასევე დააჯილდოვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ფულადი საჩუქრით, 1000-1000 ლარით.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ კვიცარიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დევიდ გრინვუდისა და სიორენ ბენგტსენის სემინარი
ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა არჩევნები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University