მიმდინარე წლის 24-28 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, თეონა ხაჩიძე და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ცერცვაძე Erasmus+ პროგრამის პერსონალის მობილობის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტში (იტალია) იმყოფებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ -ის პერსონალის მე-6 საერთაშორისო კვირეულში.
კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთანაც. შეხვედრაზე გაცვლით პროგრამაში მონაწილე EEU-ს სტუდენტებმა განიხილეს ტუშას უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.







