2022 წლის 10-18 ივლისს ევროპის კოლეჯში, ვარშავაში, პოლონეთში იმართება ვარშავის ევრო-ატლანტიკური საზაფხულო აკადემია – WEASA 2022.
WEASA 2022 -ის ფარგლებში გაიმართება დისკუსია და დებატები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ. განხილული იქნება ორი ფართო თემა:
1) საინფორმაციო ომი ომამდე, იმის დროს და ომის დასრულების შემდეგ;
2) ომის შედეგად მიღებული ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი.
WEASA 2022- ში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან WEASA -ის მიერ გამოცხადებული საკითხებით.


