2026 წლის 26 თებერვლიდან 13 მარტამდე საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში გაიმართება ყოველწლიური სტუდენტური პროექტი „საქართველოს უნივერსიადა ზამთრის სახეობებში 2026“.
ღონისძიებების მიზანია საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია ზამთრის სპორტის სახეობათა განვითარებაში; სათამაშო დონის და კვალიფიკაციის ამაღლება; ზამთრის სპორტის სახეობათა ნაკრები გუნდების კანდიდატთა გამოვლენა; სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
უნივერსიადაში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს შემდეგ სპორტულ სახეობებში:
- შეჯიბრება – გიგანტური სლალომი – თხილამური / სნოუბორდი (გოგონებსა და ვაჟებში) 26 თებერვლიდან – 1 მარტამდე (სავალდებულოა შესაბამისი სათხილამურო სპორტული აღჭურვილობის გამოყენება: სათხილამურო ფეხსაცმელი, თხილამურები, სამაგრები და ინდივიდუალური ინვენტარი);
- თოვლის ფრენბურთი (გოგონებსა და ვაჟებში) 1-6 მარტი;
- თოვლის ხელბურთი (ვაჟები) 6-12 მარტამდე.
ღონისძიებაში მონაწილე სპორტსმენები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებითა და თასებით.
პროექტში მონაწილე სტუდენტთა ტრანსპორტირებასა და ცხოვრებას სამჯერადი კვებით უზრუნველყოფს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.
დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 თებერვალი.


