2021 წლის 24 თებერვალს გაიმართა ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. გიორგი თავაძე, პროფ. სტეფან კედრონი და პროფ. ევა გჟეუნდა (ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევების მიმართულებით.